LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

N24 ავტობუსის მგზავრებს ლურჯი MAN-ები მოემსახურება

131

№24 ავტობუსების მგზავრებს დღეიდან ახალი ლურჯი MAN-ის CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება.

№24 მარშრუტი გლდანის VII-VIII მიკრორაიონიდან გრიგოლ რობაქიძის, მარშალ გელოვანის და ვაჟა ფშაველას  გამზირების გავლით თბილისის სახ. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში შეისყიდა ახალი 143  MAN-ის ავტობუსები. ავტობუსები უკვე მოძრაობს მარშრუტზე  № 9, 37, 51, 61, 87 და 88 მარშრუტებზე.

ხვალიდან ახალი ავტობუსები N14 და N21 მარშუტებზე გამოჩნდება, ხოლო N140 მარშუტზე ავტობუსების ჩანაცვლება 24 ივლისს იგეგმება.

mazda magti 5g