ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” მომღერალი მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა, სიმღერის პრემიერით ,,დროს სიყვარულს არ ვატან”. სიმღერის ავტორი ლილინო ნემსაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.
მოგვიყევი შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები..
სიამოვნებით გავიხსენებდი იმ პერიოდს. ზურა ჩინჩალაძე, ზაზა მღებრიშვილი და კიდევ ბევრი ჩემი მეგობარი ვიყავით მამაჩემთან ნახალოვკაში, კულტურის სახლში, საიდანაც დაიწყო ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება, ეს ხდებოდა დაახლოებით 76-77 წელს.
ყველას ძალიან კარგად გვახსოვს შენი კონცერტი, ბენდთან ერთად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში…
მხოლოდ ერთს ვიტყვი იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც შენი ხალხი გაფასებს და უყვარხარ.
როგორც ვიცით 25 სექტემბერს არის ალბომის პრეზენტაცია, მოგვიყევი ამის შესახებ..
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ალბომის პრეზენტაცია გადაიდება, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რის გამოც ძალიან მწყდება გული. მინდა ჩემს მსმენელს და იმ სპორნსორებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ. მინდა, რომ ყველანი კარგად ვიყოთ და დავიცვათ რეკომენდაციები.
მერაბ სეფაშვილი – დროს სიყვარულს არ ვატან
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მერაბ სეფაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები