ამერიკული კინოს ლეგენდა, მსახიობი დაიან კიტონი პაპარაცებმა კალიფორნიაში გადაიღეს. მსახიობი მერსედესიდან გადმოვიდა, რომლის ღირებულება 150 ათასია და საყიდლებისკენ გაეშურა. ოსკაროსან კიტონს შავი პალტო და ჯინსის შარვალი ეცვა, თავზე კი კეპი ეხურა წარწერით, ,,მიეცი ხმა”. კიტონი აქტიურია პოლიტიკურადაც, ის ხშირად მოუწოდებს ახალგაზრდებს ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოლიტკური სიმპათიები.
რაც ეხება დაიან კიტონის ახალ როლებს, მისი ბოლო ნამუშევრებია „სიყვარული, ქორწილი და სხვა გაუგებრობები“, რომელიც ეკრანებზე მალე გამოდის.