LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ს სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა: მას ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია

221
unnamed

თსუ-ს ერთ-ერთ სტუდენტს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე მას სხვა სტუდენტებთან შეხება არ ჰქონია.

ამასთან დაკავშირებით თსუ-მ განცხადება გაავრცელა:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ კოვიდ-19 დაუდასტურდა. სტუდენტი გადაიყვანეს ცხელების ცენტრში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტუდენტის დაინფიცირების წყაროს თსუ არ წარმოადგენს.

თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.

თსუ ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში. საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.

საერთო საცხოვრებლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები