LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა კოვიდრეგულაციებს: ტურიზმი აქციას აწყობს – არ დავიჯერებთ, სანამ არ იტყვიან!

195
FORTUNA.GE (65)

დღეს, კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება სახელწოდებით “არა კოვიდრეგულაციებს”.

აქციის ორგანიზატორმა ალექსანდრე პაიკიძემ “ფორტუნასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ აქციის მიზეზი ქვეყანაში გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნებია:

აღდგეს რეგულარული ფრენები ქვეყნებთან, რომლებიც შესული არიან მწვანე ზონის ქვეყანათა სიაში.

დაბალბიუჯეტიანი ავიახაზებისთვის ფრენების უფლების მიცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

მოიხსნას საკარანტინო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის და ორკვირიანი კარანტინის ნაცვლად ჩაუტარდეთ PCR ტესტები.

სოციალური პაკეტები, რომლებიც არ მიუღიათ დაურიგდეს მოტყუებულ ხალხს.

 

აქციაზე დასწრება ყველას შეუძლია, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა. აქციას დაესწრებიან ტურიზმის დარგის წარმომადგენლები, ბარების, რესტორნების, ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები, ასევე მომღერლები, მუსიკოსები, ავტო-იმპორტის წარმომადგენლები, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ალექსანდრე პაიკიძემ.

 

როგორც ცნობილი გახდა, WizzAir-ის ფრენები რამდენიმე კვირაში აღდგება?

სანამ ოფიციალურად WizzAir-ის წარმომადგენელი არ გააკეთებს განცხადებას, არ დავიჯერებთ. 1 სექტემბერსაც უნდა აღედგინათ, თუმცა გადაწიეს და ვფიქრობთ კიდევ გადაწევენ თარიღს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g