LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაგირო სოფელში: ბავშვები სრიალს თავიანთ სოფლებშივე ისწავლიან

115

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია” რამდენიმე ახალ ინფრასტრუქტურულ პროეტზე მუშაობს. ერთ-ერთის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 5 საბავშვო საბაგირო, ე.წ ბიგელი დამონტაჟდება.

როგორც ”ფორტუნას” „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა, საწყის ეტაპზე საბავშვო საბაგიროები მოეწყობა: უშგულში, ეცერში, ლენტეხში, ბეჩოსა და გოდერძიზე.

”ვფიქრობთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა თავისსავე სოფელში ისწავლის თხილამურებზე სრიალს და შემდეგ უკვე შეძლებს, გადაერთოს დიდ კურორტებზე. ის ბავშვები, რომლებიც გაიზრდებიან ამ საბაგიროებთან, ყოველდღიური შეხება ექნებათ მათთან და ყოველდღე ივარჯიშებენ, ვფიქრობთ, გამოვლენ ძალიან ცნობილი სპორტსმენები. სწორედ ამაზე ვაკეთებთ ჩვენ აქცენტს”, – აღნიშნა ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, საბავშვო საბაგიროების (ბიგელის) პროექტი სახელმწიფო სახსრებით დაფინანსდება. ამასთან, „მთის კურორტების განვითარების კომპანია” ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მუშაობს კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობის ტენდერზეც. პროექტი გულისხმობს გუდაურში 5 საბაგიროს შეცვლას 2018 წლის ბოლომდე. ”შესაბამისად, ამ საბაგიროების შეცვლით, გუდაური იქნება სრულიად ახალი. აგრეთვე არის პროექტები, რომლებიც ეხება ბაკურიანს, გოდერძის და სხვა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებთ”, – განმარტა ონოფრიშვილმა.

შეგახენებთ, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ მიაჩნიათ, რომ მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი.

magti 5g