კენსინგტონის სასახლემ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ვაჟის, პრინც ჯორჯის ოფიციალური პორტრეტი განათავსა.
„ჰერცოგი და ჰერცოგინია მოხარულები არიან, მეოთხე დაბადების დღესთან დაკავშირებით, პრინც ჯორჯის ოფიციალური პორტრეტი წარმოგიდგინოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრე ქვეყანას 2013 წლის 22 ივლისს მოევლინა. ორი წლის შემდეგ, ქეითსა და უილიამს ქალიშვილი, პრინცესა შარლოტა ეყოლათ.
The Duke and Duchess are delighted to share a new official portrait of Prince George to mark HRH's 4th birthday tomorrow 🎈 pic.twitter.com/Fct5iaoEer
— The Prince and Princess of Wales (@KensingtonRoyal) July 21, 2017