LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

750 გრამიანი გოგონა დღეს უკვე 9 თვისაა – იაშვილის კლინიკის ექიმის ემოციური პოსტი

206

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო სოლომონია „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კიდევ ერთ ემოციურ ფოტოს აქვეყნებს. პოსტიდან ცნობილი ხდება, რომ პატარა მარიამი ორსულობის 24-ე კვირაზე დაიბადა და ის მხოლოდ 750 გრამს იწონიდა. იაშვილის კილინიკის ექიმებმა სასწაულის მოხდენა შეძლეს, გოგონა დღეს უკვე 9 თვისაა და აბსოლუტურად ჯანმრთელია. პატარამ დედასთან ერთად ექიმებს კლინიკაში მიაკითხა და ფოტოც გადაიღო. ფოტოზე დეპარტანმეტის ყველა ექიმი ჩანს, ვინც პატარას გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა: „მოვიდა და გვინახულა“, – წერს ნინო სოლომონია, რომელსაც უამრავი მადლიერი პაცენტი ჰყავს.

შეაგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ გუნდმა, ნინო სოლომონიას ხელმძღვანელობით, 600 გრამიანი ბავშვის გადარჩენა შეძლო.

იაშვილის ექიმებმა 600-გრამიანი ბავშვი გადაარჩინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები