LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემი უაინჰაუსმა „გრემის“ 5 ნომინაცია მოიგო, მაგრამ ამერიკაში ჩასასვლელი ვიზა არ მისცეს – საინტერესო ფაქტები მუსიკოსზე

380
Capture

ბრიტანელ მუსიკოსს, რომელსაც დღეს გავიხსენებთ, ძლიერი ხმის გამო, ხშირად ადარებდნენ ელა ფიცჯერალდს. მისი სტილი 60-იანი წლებით იყო შთაგონებული. ის კრიტიკოსებმა სოულის, ჯაზისა და   R&B-ის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელს. ემი უაინჰაუსი – მის ანგარიშზე 8 წლიანი, ძალიან წარმატებული მუსიკალური კარიერაა, საპატიო „მერკურის პრიზი“, ბრიტანული მუსიკალური პრემია და „გრემი“. „მუსიკალურ ისტორიებში“ გავიხსნებთ ამ არაჩვეულებრივ ვოკალისტს, რომელიც უკვე 9 წელია, ჩვენთან ერთად აღარ არის.

ემის კუმირი მისი ბებია, სინტია იყო. ამბობენ, რომ სწორედ ბებიამ შეაყვარა პატარა ემის მუსიკა. ის ჯაზსს უსმენდა. ემი უაინჰაუსი არასოდეს ფიქრობდა მუსიკალურ კარიერაზე. მას უბრალოდ ბარში, მიმტანად მუშაობა სურდა, მაგრამ ცხოვრებამ გეგმები სხვაგვარად გადააწყო.

10 წლის იყო, როდესაც უახლოეს მეგობართან ერთად ლონდონში მარტო გადავიდა საცხოვრებლად და რეპ-ჯგუფი  Sweet’n’Sour შექმნა. სხვათა შორის 2008 წელს ახალგარზრდა მუსიკოსს ,,ჯეიმს ბონდის” ახალი ფილმისთვის სიმღერის დაწერა შესთავაზეს, თუმცა, პირადი პრობლემების გამო, ემიმ უარი თქვა.

მუსიკალურ პლათფორმაზე გამოჩენისთანავე, ის ბევრი დიზაინერისთვის ნამდვილ მუზად იქცა. მაგალითად ლეგენდარულმა კარლ ლაგერფელდმა სწორედ ემის ინსპირაციით შექმნა 2009 წლის კოლექცია. მის ფანებს შორის იყვნენ ჟან პოლ გოტიე და ფრედ პერი.

2008 წელსვე ემი უაინჰასუმა „გრემის“ 5 ნომინაციაში გაიმარჯვა, თან ისე, რომ დაჯილდოებას არ ესწრებოდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მომღერალს ამერიკაში ჩასასვლელი ვიზა არ მისცეს. ტრიუმფალური გამარჯვების შესახებ მომღერალმა ლონდონში, სოლოკონცერტისას შეიტყო და სამადლობელი სიტყვებიც იქიდან წარმოთქვა.

ემის ფანებს შორის იყო ლეგენდარული პრინციც. პრინცის თხოვნა, მასთან დუეტი ჩაეწერა, ემის პირდაპირ ეთერში გადასცეს. დუეტი დაიგეგმა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ შედგა.

უაინჰაუსის ყველაზე ცნობილი ჰიტია Rehab, რომელიც სპონტანურად დაიწერა. ემი ქუჩაში მენეჯერთან ერთად სეირნობდა და მოულონელად სიმღერის სტროფები წაიმღერა. მენეჯერი მუსიკით მოიხიბლა და ემის სიმღერის ჩაწერა სთხოვა, Rehab სტუდიაში 5 წუთში ჩაწერეს.

ემიმ სიმღერების დაწერა 14 წლისს ასაკში დაიწყო, საკმაოდ გვიან. გარკვეული პერიოდი ჟურნალისტიკით იყო გატაცებული და ცნობილი გამოცემებისთვის შოუბიზნესზე წერდა. ბრაიან ადამსმა სპეციალურად ემისთვის ჩაწერა სიმღერა Flower Grown Wild, რომელიც მუსიკოსს ნარკოტების გადაგდებაში უნდა დახმარებოდა. არაფერი გამოვიდა, ემი ვაუინჰასუსი ლონდონში საკუთარ სალხში 27 წლის ასაკში გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g