LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კარფური ვენდისი და დანკინ დონატსი გაიხსნა

1068

ბათუმში ჰიპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდი „კარფური“ გაიხსნა . „კარფურ ჯორჯიამ“ ფილიალი ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გახსნა.

საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად ბათუმში ამერიკული რესტორნები „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ გაიხსნა.

უახლოეს მომავალში ცენტრს რამდენიმე ობიექტი შეემატება, რის შემდეგაც ტურისტულ ქალაქში ახალი სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნა გაიმართება.

„კარფურის“ ტექნიკურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად დაესწრო.

„ვისოლ ჯგუფის“ მიერ ბათუმში ახალგახსნილი რესტორნები ქართულ ბაზარზე „ვენდის“ მე-10, ხოლო „დანკინ დონატსის“ მე-19 ობიექტია. ამ ეტაპზე ცენტრში 200-მდე ადამიანია დასაქმებული და ეს რაოდენობა სამომავლოდ სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის მაღაზიების გახსნის შემდეგ გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g