მას შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, საჯარო სკოლამ დროებით სასწავლო პროცესი შეწყვიტა.
სკოლა ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იქნება.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივმა სამსახურმა მოგვცა რეკომენდაცია, რომ ღეიდან სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადაგვეყვანა. დღეს დილიდან დადგინდა ინფიცირებულების ყველა კონტაქტი. დილის 10:00 საათიდან გაიტესტა ყველა მოსწავლე და სავარაუდო კონტაქტები”,-განაცხადა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა.