მაშველებმა ბათუმში, ზღვიდან 4 ადამიანი გამოიყვანეს. ისინი წყლის ველოსიპედებით იყვნენ ზღვაში გასული, ძლიერი ქარის ამოვარდნის გამო კი ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ზღვიდან გამოყვანილ მოქალაქეებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე ამ დროისთვის 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება.
