LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წელი და 99 დღე – ნიუ–იორკში კლიმატურ კატასტროფამდე დროის ათვლა დაიწყეს

703
climatcatastrp

ნიუ–იორკში, შუა მანჰეტენზე განთავსებულია ელექტრონული საათი რომელიც ქალაქის ყველაზე საინტერესო არტ–პროექტად ითვლება. არც თუ ისე შორეულ წარსულში საათი უბრალოდ დროს აჩვენებდა, ახლა კი ბუნებრივ კატასტროფამდე დარჩენილ საათებს ითვლის.

პროექტის ავტორები მხატვრები გან გოლანი და ენდრიუ ბოიდი არიან. მათ გადაწყვიტეს, რომ გლობალური დათბობის დაწყებამდე დრო წამობრივად აითვალონ.

გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებასაც მოეწონა და რამდენიმე დღის წინ მანჰეტენზე უზარმაზარი წარწერა: „დედამიწას „დედლაინი“ აქვს“ გაჩნდა, შემდეგ ათვლაც დაიწყო.

The New York Times–ის ინფორმაციით, ციფერბლატზე ნაჩვენებია დრო, რომელიც დედამიწას ლიმიტის ამოწურვამდე დარჩა. თუკი კაცობრიობამ ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას არ შეამცირებს, ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება და სავალალო შედეგი დადგება.

გოლანი კატასტროფაზე 2 წლის წინ, ქალიშვილის დაბადების შემდეგ დაფიქრდა და მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრები დაწერა.

მას სამყაროსთვის იმის შეხსენება სურდა, რომ დროის ამოწურვის შემდეგ შეუქცევადი პროცესები დაიწყება და გლობალური დათბობის შეჩერება შეუძლებელი გახდება. ამ მომენტის დადგომამდე ზუსტად 7 წელი და 99 დღეა დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ „კლიმატის საათზე“ მეორე მონაცემიც არის დატანილი – ეს არის განახლებადი ენერგიებიდან მიღებული რესურსი. ამჟამად ეს ციფრი 27,7%–ს აჩვენებს და დროის ამოწურვამდე ის 100%–მდე უნდა გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g