LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მომღერლები, რომლებიც პანდემიის დროს ტელეწამყვანები გახდნენ

1421
momgerlebi20928

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ქართულ ტელესივრცეში გასართობი გადაცემები ძირითადად, არა ჟურნალისტებს, არამედ სხვა პროფესიის ადამიანებს მიჰყავთ. მათ შორის ყველაზე ბევრი მსახიობია, თუმცა ბოლო პერიოდში მათ რიგს მომღერლებიც შეუერთდნენ.

როგორც ლელა წურწუმიამ ახლახან თქვა, ახალი სიმღერების წარდგენა და მაყურებლისთვის საკუთარი და სხვების მუსიკის შეთავაზება პანდემიის პერიოდში ყველაზე კარგად სწორედ საკუთარი გადაცემის მეშვეობით შეუძლია. პანდემიის პირობებში მაყურებელთან შეხვედრა ქართველი შემსრულებლებისთვის სულ უფრო იშვიათი ფუფუნება გახდა. ალბათ ესეცაა იმის მიზეზი, რომ ამ ბოლო დროს ქართველი მომღერლებიდან რამდენიმე ტელეწამყვანი გახდა და ახალ ამპლუაში სინჯავს საკუთარ შესაძლებლობებს.

მათ შორის პირველია ლელა წურწუმია, რომელმაც „მთავარ არხზე“ ახლახან თოქშოუ „მხოლოდ ლელასთან“ დაიწყო. პირველი ეთერის დროს საკმაოდ ნერვიულობდა, მეორე გადაცემის შემდეგ კი დაძაბულობა მოეხსნა და როგორც მისმა პროდიუსერმა, მამულიცამ მოგვიანებით შეაფასა, ბევრად უფრო თავისუფალი გადაცემა გამოვიდა. ლელა წურწუმიამ აღნიშნა, რომ სურს, მისმა კოლეგებმა ახალი სიმღერები სწორედ მის შოუში გააჟღეროს და ამისთვის ყოველთვის დაუთმობს ეთერს. გარდა ამისა, სიამოვნებით უმასპინძლებს ცნობილ სტუმრებს, რომლებიც მას ყოველ ხუთშაბათს საინტერესო ამბებს მოუყვებიან და ლელასაც გააკვირვებენ მონაყოლით და მაყურებელსაც.

„ტვ პირველის“ წამყვანი გახდა ნინო ქათამაძე, რომელსაც, ალბათ, ტელესახის ამპლუაში ყველაზე ნაკლებად ველოდით. ნინოს ყოველთვის სიმღერით ურჩევნია საკუთარი სათქმელის გადმოცემა, თუმცა სიამოვნებით დათანხმდა ტელევიზიის შეთავაზებას და მის ახალ გადაცემაში „სტუმრად ნინო ქათამაძესთან“ საუბარიც არის და მუსიკაც. გადაცემას არხი ხმის ჩამწერ სტუდია „ლენო რეკორდსთან“ ერთად წარადგენს. ნინოს ახალი გადაცემა ეთერში შაბათობით გადის.

ასევე „ტვ პირველის“ ერთ-ერთი ახალი გადაცემის, „შუადღე Live-ის თანაწამყვანი გახდა რატი დურგლიშვილიც. მან საკუთარი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

„ჩემს ცხოვრებაში სიახლე ისაა, რომ დავიწყე „ტვ პირველზე“ მუშაობა, ამიყვანეს შტატში, ერთ-ერთი ძალიან საყვარელი გადაცემის თანამწამყვანი გახვდი, ეს ახალი გამოწვევაა ჩემთვის და მინდა, თავი კარგად გავართვა. მინდა, შეგვიყვარონ ადამიანებმა და უყვარდეთ ჩვენი გადაცემა. შევეცდებით, საოცარ გუნდთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ, გაგიზიაროთ დიდი პოზიტივი და გისურვოთ ბედნიერი კვირა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g