LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air France საქართველოში რჩება – ავიაკომპანიამ ფრენების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

99
air-france

Air France-მა ზამთრის სანავიგაციო პერიოდში საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, ავიაკომპანია პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მსგავსად, კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.

„Air France ძალიან მოხარულია განაცხადოს, რომ თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენები გახანგრძლივდება ზამთრის სეზონზეც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, საფრანგეთსა და დანარჩენი მსოფლიოს დაკავშირებას პარიზის შარლ-დე-გოლის აეროპორტის ჰაბის მეშვეობით!” – ამბობენ ავიაკომპანიაში.

შეგახსენებთ, Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g