LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა წლის ბოლომდე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა – ჯანმოს პრეზიდენტის პასუხი

234
ჯანმო

ჯანმოს პრეზიდენტი, რომელიც ძირითადად, პესიმისტური განცხადებებით გამოირჩევა, ამჯერად ამბობს, რომ COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს. 

„ჩვენ გვჭირდება ვაქცინა, არის იმედი, რომ ვაქცინა გვექნება წლის დასასრულს. იმედი არსებობს“,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ ლიდერებს სოლიდარობისა და ვაქცინის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფისკენ.

”ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, სოლიდარობა გვჭირდება და მთელი ენერგია უნდა გამოვიყენოთ ვირუსთან საბრძოლველად”, – ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g