30 წლის კრისტენ სტიუარტი ჟურნალ InStyle-ის ნოემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა და გამოცემას გულახდილი ინტერვიუც მისცა. კრისტენმა „შანელის“ გამჭირვალე, შავი კაბა მოირგო და საოცრად დახვეწილ, წითელ პალტოში პოზირებდა. ფოტოსესია საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.
ინტერვიუში მსახიობმა, ქალთან პირველი პაემანი გაიხსენა: „როდესაც ქალთან პირველ პაემანზე წავედი, ჟურნალისტებმა მაშინვე მკითხეს, ლესბოსელი ხომ არ ვიყავი. როცა ბი სექსუალ პერსონაჟებს ვანსახიერებდი, ჩემს ორიენტაციაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვყოფილვარ“.
ასევე „ბინდის“ ვარსკვლავმა გაამხილა, რომ როგორც კი 30 წლის გახდა, სიგარეტსა და ალკოჰოლზე კატეგორიული უარი განაცხადა.
„პანდემიის დროს ძალიან ბევრს ვსვამდი და ვეწეოდი, 9 აპრილის დილას, ჩემს დაბადების დღეზე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მას შემდეგ არც დამილევია და არც მომიწევია“, – განაცხადა სტიუარტმა.
ცნობისთვის, კრისტენ სტიუარტს ქალთან პირველი რომანი 2014 წელს ჰქონდა, ის ალისია კარჰაილს 2 წელი ხვდეოდა, შემდეგი სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა კი დილან მაიერთან ჰქონდა, რომელსაც უკვე ერთი წელია ხვდება.