LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესმა Arts Award-ის პრესტიჟული ჯილდო მიიღო

134
safe-image

28 წლის ვარსკვლავმა, სელენა გომესმა Arts Award-ის პრესტიჟული ჯილდო მიიღო. კორონავირუსის პანდემიის გამო, დაჯილდოების ცერემონია ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

გომესმა საკმაოდ გულწრფელი და გულისამაჩუყებელი სიტყვა წარმოთქვა. მოკლედ მიმოიხილა პოპულარობისკენ მიმავალი გზა და საზოგადოებას მოუწოდა, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს თანადგომა გამოუცხადონ.

„მე მადლიერი ვარ იმის, რომ ვარსებობ, მინდა ადამიანებს საკუთარი ოცნებების სჯეროდეთ და მუხედავად ყველანაირი ცხოვრებისეული სირთულისა, მისკენ სავალ გზას არ გადაუხვიონ“, განაცხადა სელენამ.

შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, სელენა გომესმა, გასულ წელს, „მგლურას“ გამო, სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, მას თირკმელი გადაუნერგეს. რამდენიმე თვის წინ, მომღერალმა განაცხადა, რომ მას ბიპოლარული აშლილობაც აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს უფლებას არ მისცემს, რომ მის კარიერაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

„მე ამით ვამაყობ“ - სელენა გომესი ნაიარევს აღარ მალავს

სულ ცოტა ხნის წინ, გომესმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც მთლიანი, ცისფერი საცურაო კოსტიუმით პოზირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები