LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს პაემანი მალიბუში – წყვილის უთბილესი ფოტოები

204
page

სელენა გომესი და მისი შეყვარებული, მუსიკალური პროდიუსერი, ბენი ბლანკო მალიბუში იყოფებიან. წყვილი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა რესტორნიდან Nobu 16 ჩახუტებულები გამოდიოდნენ. წყვილი პაპარაცებს არ ერიდებოდა და ერთმანეთს კოცნიდა.

ამ დღეს სელენას თავისუფალი სტილის კაბა ეცვა, ბენი კი ყვავილებიან პერანგსა და ხაკისფერ შარვალში იყო გამოწყობილი.

ცნობისთვის, წყვილს მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებს, მათი რომანის შესახებ ცნობილი კი 2023 წელს გახდა. სელენას გულშემატკივრების ნაწილმა გოგონას არჩევანი დაუწუნა, მათი აზრით ბენი მას არ შეეფერება, თუმცა მომღერალმა და მსახიობმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბენისთან თავს საოცრად ბედნიერად და დაცულად გრძნობს, თავად ბლანკო კი აცხადებს, რომ სელენასთან ოჯახის შექმნა სურს.

„სიყვარული ბრმაა“, „ეს ნამდვილი სიყვარულია“ – სელენა გომესისა და მისი ახალი შეყვარებულის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

„ერთი ალბომიღაა დარჩენილი“ – სელენა გომესი გვემშვიდობება?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები