პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე რელიგიური ფესტივალის მონაწილეებს ხე დაეცათ. გარდაცვლილია 12 ადამიანი. ინციდენტის შედეგად სხეულის დაზიანება 52-მა ადამიანმა მიიღო.
ტრაგიკული ინციდენტი კათოლიკურ დღესასწაულზე მოხდა, როდესაც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავდნენ.
ხის დაცემის მომენტი ერთ-ერთ ვიდეოშია დაფიქსირებული, რომელიც აღნიშნულ დღესასწაულს ფეისბუქ ლაივში გადასცემდა. ვიდეოში ჩანს როგორ ეცემა ხე ხალხით გადაჭედილ მოედანს.
გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია, დაშავებულთა შორის კი არიან უცხოელებიც.
“ბიბისი-ს” ცნობით, ხე რომელიც ხალხს დაეცა 200 წლის მუხა იყო.