LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარი თვალით უნდა იხილონ სომხეთის ბოროტმოქმედება: განჯაში დიპლომატები მიიწვიეს

101
153208-0781290

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის ხელძღვანელები დღეს განჯაში ჩავიდნენ.
ინფორაციას და ვიზიტის ამსახველ ფოტომასალას აზერბაიჯანული მედია News.az ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები ქალაქში ჩავიდნენ იმისთვის, რომ ადგილზე ნახონ და შეაფასონ სომხეთის თავდაცვის ძალების მიერ დაბომბილი განჯა.

ელჩებსა და სამხედრო ატაშეებს თან ახლდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოადგილე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლობა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ვიზიტის მიზანია, დიპლომატებმა საკუთარი თვალით იხილონ სომხეთის სისასტიკე, რომლის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა, ასევე განადგურდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

აზერბაიჯანული მხარე განმარტავს, რომ სომხეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ასევე შეთანხმებას – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გუშინ განჯა კიდევ ერთხელ დაიბომბა, შედეგად კი დაიღუპა 9 და მძიმედ დაშავდა 34 ადამიანი.
აზერბაიჯანი და სომხეთი, ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g