LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუცილებელია თხრილების გათხრა და თვითმფრინავები სპეცხსნარით”

53

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა რურუა ხელისუფლებას ბორჯომში ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით, 2008 წლის გამოცდილებას უზრიარებს.

ნიკა რურუა მთავრობას მიმართავს, რომ ის მზად არის დაეხმაროს მათ ყველაფერში.

მისი თქმით, აუცილებელია თხრილების გათხრა მთელ პერიმეტრზე, სპეციალურ ხსნარიანი თვითმფრინავები და მინიმუმ 3 ვერტმფრენი.

რურუას თქმით, სწორედ ამ ადგილზე, ასეთმა მოქმედებამ 2008 წელს შედეგი გამოიღო.

“2008 წელს ჯარის, ავიაციის, მოხალისეების ჩართვამ გამოიღო ნაყოფი. ავიაცია აღარ გვყავს. ჯარი არაა ჩართული. მოხალისეებს არავინ აორგანიზებს.
სრულიად აუცილებელია: მინიმუმ 3 ვერტმფრენი, სპეციალურ ხსნარიანი თვითმფინავები, რომ ხანძრის მთელ პერიმეტრს ფარავდეს მათი სპეცხსნარი, თხრილების გათხრა მთელ პერიმეტრზე 1 მეტრი მინიმუმ სიგანისა და სიღრმისა.
ესაა სასწრაფოდ გასაკეთებელი!!!
2008-ში ასეთმა მობილიზაციამ გააჩერა რუსების მიერ გაჩენილი ხანძრები.
დაორგანიზდით და მობილიზდით, დაბნეულო #საქართველოსმთავრობა
მზად ვართ დაგეხმაროთ ყველაფერში! თქვით ოღონდ!!!
P.S. სასწრაფოდ დაელაპარაკეთ მათ, ვინც 2008 წელს მიიღო ახლა აუცილებელი, კონკრეტული გამოცდილება”, – წერს ნიკა რურუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები