LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელფასი მაინც მოგვიმატეთ: ტრამპმა სპეცსამსახურები გამოწურა

98

დონალდ ტრამპის დიდმა ოჯახმა საიდუმლო სამსახურს წლიური ბიუჯეტი დაახარჯვინა. გამოცემა „USA Today”-მ სპეცსამსახურის ხელმძღვანელის რენდოლფ ალესის ინტერვიუ გამოაქვეყნა. აგენტის განცხადებით, პრეზიდენტს საკმაოდ დიდი ოჯახი ყავს და მათი უფლებები კანონითაა გათვალისწინებული.

სპეცსამსახურს კანონის შეცვლა არ შეუძლია, ამიტომ ისინი 42 ადამიანს ემსახურებიან. საინტერესოა, რომ ბარაკ ობამას შემთხვევაში, დასაცავ ადამიანთა რაოდენობა მხოლოდ 11 იყო.

შესაბამისად, თითოეული აგენტის მოვალეობები გაიზარდა, ამიტომ ალესი ამჟამად მათი ხელფასების გაზრდაზე მუშაობს.

აგენტთა მესამედმა ლიმიტს დიდი ხნის წინ გადააჭარბა, მათ მუშაობა დამატებით საათებიც უწევთ, ამიტომ ხელფასები მინიმალური 160 ათასიდან 187 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

სპეცსამსახურის ხელმძღვანელობას იმედი ქონდა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დანახარჯი შემცირდებოდა, თუმცა მილიარდერი დასასვენებლად ხშირად დადის და დაცვასაც მუდმივად მასთან ერთად უწევს ყოფნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g