LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფოს ექიმებმა ადგილის არქონის გამო პაციენტი კლინიკაში არ გადაიყვანეს და გარდაიცვალა

447
ხცვბნმ

პაციენტი, რომელიც 79 წლის იყო და კორონავირუსი ჰქონდა, სასწრაფოს ექიმებმა ადგილის არქონის გამო კლინიკაში არ გადაიყვანეს. ის კი სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი, ანა მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს.

დეტალები ,,ფორტუნამ” ავტორთან დააზუსტა.

”ბიძაშვილი ცხოვრობს ქუთაისში. სიცხეები ჰქონდა, მაგრამ დაბალი. მის ოჯახის წევრსაც დადასტურებული, მაგრამ უსიმპტომო ვირუსი. შინ მკურნალობდა. სუნთქვის პრობლემები რომ შეექმნა, სასწრაფო გამოიძახეს. მოვიდნენ მხოლოდ პირბადეებით და თქვეს, რომ ასაკიანია და  ვერ გადავიყვანთო (79 წლის). მათი წასვლის შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტს სუნთქვა გაუძნელდა, გამოვიძახეთ სასწრაფო. სამწუხაროდ, ისინი ავარიაში მოყვნენ. მომდევნო ბრიგადა სრული აღჭურვილობით მოვიდა. თუმცა, ძალიან გვიანი იყო. პაციენტი გარდაიცვალა. მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი თანმხლები დაავადება არ ქონდა.

ყველას მივმართავ, რომ მაქსიმალურად ნაკლებად იყოს პანიკა და მეტი მოწოდება იყოს, რომ ვიყოთ ყურადღებით, თავი დავიცვათ და შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია“.

ანამ ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა განათლება გაქვს, ექიმი ყოველთვის მართალია: “ამ შემთხვევაში, როცა ასეთი მდგომარეობაა ყველა პაციენტები ვართ. როდესაც ხარ ავად, მოგემაგრება პირადი ექიმი, რომელიც გიკავშირდება პერიოდულად და არკვევს არსებულ მდგომარეობას. ვენდოთ მათ, შევასრულოთ მითითებები. ამით შემცირდება 112-ის გადატვირთვაც და უსაფუძვლო გამოძახებები”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g