LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედებები – შს მინისტრი

85

“ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედებები,” – ასე გამოეხმაურა შს მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბორჯომში დამსვენებლებს ამოწმებენ.

“ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ ყველა დამსვენებელს კითხავენ, მაგრამ ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედება, ვინც ინტერესის ობიექტია. ჩვენი საქმე ეჭვიანობაა,” – აცხადებს შს მინისტრი,

დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს. მათი თქმით, სამართალდამცველებმა იმ პირებისგან, ვინც ბორჯომში 18 აგვისტოს მერე იმყოფება, მოითხოვეს პირადობის მოწმობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები