LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზის დეპარტამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს

92

რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტი, ვიტალი გიორგაძე აცხადებს. მისივე ინფორმაციით, დაკავებულია „აუდიტორია 115“-ის წევრი ირაკლი კუპრაძე და პროფკავშირების წევრი გიორგი დიასამიძე.

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „აუდიტორია 115“-ის წევრები, რომლებმაც მოშიმშილე რკინიგზელებს გამოუცხადეს სოლიდარობა, საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ.

ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებისთვის ფოიეში შესვლის და იქ ყოფნის საშუალება მიეცათ.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შესავლელთან მობილიზებულია სამართალდამცველები. მათ აქციის მონაწილეებს ფოეში შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g