LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: არიანა გრანდე თეთრ სახლში ძაღლებს ასეირნებს – მომღერალმა ახალი კლიპი გამოუშვა

130
Ariana-Grande-Switches-POSITIONS-From-Being-The-American-President-To
არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა. positions – ასე ჰქვია ლიდ სინგლს ამერიკელი მომღერლის ამავე სახელწოდების მეექვსე სტუდიური ალბომიდან, რომლის რელიზიც 30 ოქტომბერს შედგება. ტრეკი ინტერნეტში კლიპთან ერთად გავრცელდა, რომლის რეჟისორი, დეივ მეიერსია. ამ უკანასკნელთან ამერიკელ შემსრულებელს აქამდეც უთანამშრომლია ისეთი ჰიტების ვიდეოებზე, როგორებიცაა: No tears left to cry, God is a woman.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოში 27 წლის ვარსკვლავმა პრეზიდენტი განასახიერა, რომელიც საქმიანი შეხვედრების მიღმა, სამზარეულოში ფუსფუსსაც ახერხებს და შინაურ ცხოველებს თეთრი სახლის ეზოში ასეირნებს.
შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდემ მომავალი ფირფიტის გამოსვლის შესახებ, ყველასთვის მოულოდნელად, გასულ კვირას განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები