LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ომში მიდის: “ჩვენს სამშობლოს და ღირსებას მტერს ვერ დავუთმობთ”

295
BeFunky-collage (8)

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა აკოფიანი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ, ყარბაღში საზღვრების დასაცავად წავა.

„ხვალიდან 13 ქალი, მათ შორის მე, სამხედრო სწავლებებს ვიწყებთ. რამდენიმე დღეში კი ჩვენი საზღვრების დასაცავად წავალთ.  ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ღირსებას მტერს ვერ დავუთმობთ”, – წერს ანა აკოფიანი ფეისბუკის პირად გვერდზე.

27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო მოქმედებებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, ოფიციალური ინფორმაციით, ანა აკოფიანმა მის მიერ ინიცირებული კამპანიის “ქალები მშვიდობისთვის” ფარგლებში ასევე გაიარა სამხედრო სწავლებები.

“დათმობა ორივე მხარეს მოუწევს” – რა გარიგებაზე უნდა წავიდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი

ცნობისთვის, ერთი თვის წინ, 27 სექტემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. ორივე მხარე სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მთიანი ყარაბაღი მათ ეკუთვნით.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე მესამედ და ურთიერთბრალდებები – ვინ არღვევს ჰუმანიტარულ ზავს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g