დღეიდან, იაპონიაში შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები გაიყიდება. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს, რომელმაც იაპონიის უმსხვილესი მარკეტების ქსელ Family Mart-თან ერთად, საინტერესო პროექტი წამოიწყო.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დღეიდან Family Mart-ის 16,000 მაღაზიაში ქართული პროდუქტი – შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები გაიყიდება! პროდუქტის შეფუთვაზე აღნიშნულია, რომ შქმერული ქართული კერძია. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსთვის ასეთ გიგანტურ ქსელში წარმოდგენისა.
ვულოცავთ საქართველოს ყველა გულშემატკივარს ამ ისტორიულ დღეს!“, – აცხადებენ იაპონიაში საქართველოს საელჩოში.