ექიმი ანესთეიზოლოგი-რეანიმატოლოგი, ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც სვამს აქტუალურ კითხვებს ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობაზე კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით.
„რანაირად მოხერხდა ის, რომ 8 თვის განმავლობაში ვერ მომზადდა სქემა პაციენტის ლოჯისტიკისთვის?
აღარაფერს ვამბობ კლინიკურ მართვაზე!
რატომ კარგავს დროს სასწრაფოს ეკიპაჟი, საათობით კლინიკასთან, (11 საათიც კი), როდესაც მათი სხვა პაციენტამდე მისვლა (შესაძლოა, სულაც არა კოვიდთან) კრიტიკულად მნიშვნელოვანია! მინისტრის მოსაზრება, რომ 3 – 4 საათი არაფერია, არ მომიყვანოთ არგუმენტად. სასწრაფოს ექიმობოს ეტაპიც გამოვლილი მაქვს – წელის ტკივილიანი, 36 წლის კაცი დამხვედრია გულგაჩერებული და შემდეგ აღმოჩენილა, რომ მუცლის აორტის ანევრიზმა გაუსკდა (წელის ტკივილიც, სულაც არ იყო ბანალური წელის ტკივილი) !!!
ასე რომ, წუთებს არა, წამებსაც აქვს მნიშვნელობა, ძვირფასო სამინისტროვ!
ცენტრის მიერ გადმოცემული ლოზუნგი – წელის ან თავის ტკივილი, ოფლიანობა ან გულის ფრიალი, შეიძლება ბევრი მძიმე ამბის დასაწყისი იყოს! და სულაც არ ნიშნავს, რომ ადგილზე მისულს, ვიღაც სარეანიმაციო არ დაგხვდება! (ამაში დამეთნხმება სასწრაფოს უამრავი ექიმი).
რატომ კარგავს დროს სასწრაფოს ეკიპაჟი კოვიდ სასტუმროდან ადამიანის კტ. კვლევაზე გადაყვანა-გადმოყვანაზე?!
რატომ გახადეთ სასწრაფო გადამზიდავი?!
ხომ ვიცოდით, ამ 8 თვეში სხვა დაავადებები არსად გაქრებოდა?!
ხომ ვიცოდით რა რესურსები არსებობდა?!
ხომ ვიცოდით რა კლინიკები გვქონდა?!
ხომ ვიცოდით, სხვა ქვეყნების მაგალითები, შეცდომები და დარიგებები?!
ხომ გვქონდა უახლოეს წარსულში აჭარა?!
ხომ იმისთვის დავაქციეთ და დავამიწეთ ეკონომიკა, რომ მოვმზადებულიყავით?!
სად არის მომზადებული სისტემა?!
რატომ არის ასეთი ძნელი, სხვასაც მოუსმინო?! რატომ?!
მითუმეტეს როცა არამხოლოდ სხვისთვის, შენთვისაც და შენი ახლობლებისთვისაც გამოსადეგი რჩევა შეიძლება მოგცენ!
და რატომ აგვიანებთ დაანონსებულ სპორტის სასახლის, საველე ჰოსპიტალის აწყობა-გამართვას?!
კიდევ ბევრი რატომ მაქვს… ნერვული სისტემის რესურსიც აღარ არის, რომ გკითხოთ ადამიანმა(
იმოქმედეთ!!!
იმოქმედეთ!!!“