LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აისახა COVID-19 ტექნიკის არჩევანზე ქართველ მომხმარებლებში – გაეცანით, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს

116
პურის საცხობი 715 400

2020-მა წელმა კომპანიებისთვისა და მომხმარებლებისთვის უამრავი რამ შეცვალა. საგრძნობლად შეიცვალა ჩვენი ქცევები – ის, თუ რას ვყიდულობთ და ზოგადად, როგორ ვგეგმავთ საყიდლებზე სიარულს.

2020 წლის ბოლოსთვის უკვე არაერთი კომპანია აღნიშნავს, რომ ციფრული სერვისები გაააქტიურეს, ან უკვე არსებულის გაუმჯობესებაზე იმუშავეს. თუკი მანამდე ვებგვერდი ბიზნესის წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის მხოლოდ ერთი რიგითი, დამატებითი პორტალი იყო, რათა მომხმარებელს მათ შესახებ ინფორმაცია მიეღო, დღესდღეობით უამრავი შესყიდვა სწორედ ვებგვერდიდან ხდება.

მოხერხებული და მარტივი ონლაინ-მაღაზია, კონსულტაცია და მიტანის სერვისი – ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია, რომელთა მომსახურებაში დანერგვაც მაღაზიების უმრავლესობისათვის გარდაუვალი გახდა.

თუმცა საინტერესოა, როგორ შეცვალა 2020-მა წელმა ჩვენი, როგორც მომხმარებლების ცხოვრება?

„ტრენდებზე საუბარი, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ცოტა ნაადრევია, მაგრამ უკვე შეგვიძლია გამოვყოთ ის ტექნიკა, რასაც მომხმარებელი 2020 წლის განმავლობაში აქტიურად იძენდა“, – აღნიშნავს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ კომერციული დირექტორი, გიორგი ჭედია.

2020 წლის გაზაფხულზე, ანუ მაშინ, როცა მსოფლიოში საყოველთაო კარანტინის გამო ყველანი სახლებში შევიყუჟეთ, სოციალური ქსელები წალეკა სახლში გამომცხვარი ნაირ-ნაირი, სურნელოვანი პურების ლამაზმა ფოტოებმა.

ადამიანებმა, თითქოს, ახლაღა აღმოვაჩინეთ, რომ პურის გამოცხობა სახლშიც შეიძლება. ეს ყველაფერი გაყიდვებსაც დაეტყო. გიორგის თქმით, „გრანდ ელექტრონიქსის“ ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ტექნიკად პურის საცხობი სპეციალური აპარატი დასახელდა და სხვა პოპულარულ პროდუქტებს ამოუდგა გვერდში გაყიდვების ოდენობის მხრივ.

„თითქოს, ხალხმა მაშინ გაიგო, რომ ასეთი აპარატი არსებობს. სერიოზულად დაგვიდგა პრობლემა, რომ პურის საცხობი ტექნიკა დეფიციტური არ გამხდარიყო. ასევე, წლებთან ერთად სტაბილურად იკრებდა პოპულარობას ხილისა და ბოსტნეულის საშრობი აპარატიც. განსაკუთრებით მილენიალ მშობლებშია აქტუალური ჯანსაღი დესერტის თემა,’’  – ამბობს გიორგი.

მისი თქმით, სწორედ ასე გახდა ჩირის საშრობი აპარატი „გრანდ ელექტრონიქსის“ კიდევ ერთი ვარსკვლავი, რადგან  რთულია, ჩირზე უფრო ჯანსაღი ტკბილეული შევთავაზოთ როგორც პატარებს, ისე ზოგადად, ჯანსაღი კვების მოყვარულ ადამიანებს.

ასევე უეცრად, ძალიან პოპულარული გახდა მულტისახარში ქვაბებიც. ტექნიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მთავარი კერძი და მისი გარნირი ერთი აპარატით, სხვადასხვა ჯამების, ქვაბებისა და ტაფების დასვრის გარეშე მოვამზადოთ და გაცილებით უფრო დაბალანსებული გემოებიც მივიღოთ.

ბოლო ორი წელია, „გრანდ ელექტრონიქსში“ სტაბილურად იზრდება გრილის გაყიდვებიც. გრილზე მომზადებული კერძები ხომ გემრიელთან ერთად ძალიან ჯანსაღიც არის. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს დაბალანსებული კვების სტილს, ამგვარად ისინი ანაცვლებენ დროებით დიეტებს და მთლიანად ცვლიან როგორც ცხოვრების წესს, ისე კვებით ქცევებსაც, ასეთი გრძელვადიანი პერსპექტივისთვის კი კარგად შემზადებაა საჭირო. აეროგრილი, მულტისახარში ქვაბი თუ სამზარეულოს სასწორი-  ის ტექნიკური მოწყობილობებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იდოს ყველა ადამიანის სამზარეულოში, რომელმაც გადაწვიტა, თანამედროვე ცხოვრებას აუბას მხარი.

და ბოლოს, სამზარეულო კომბაინი და მიქსერი – მათი მნიშვნელობა დიასახლისებმა აქამდეც ძალიან კარგად იცოდნენ, თუმცა კარანტინის პერიოდში ეს ტექნიკა კიდევ უფრო მეტად დაფასდა იმ ადამიანებს შორისაც კი, რომლებიც სახლში კერძების მომზადებით დიდად არ გამოირჩეოდნენ. სახლში მომზადებული ჰაეროვანკრემიანი ნამცხვრებისა და სმუზების პარალელურად, ინტერნეტსივრცეში ყოვედღიურად ასობით ვიდეო ქვეყნდება, სადაც გამოცდილი კულინარები გვირჩევენ, როგორ მოვამზადოთ მარტივად კომბაინისა, თუ მიქსერის გამოყენებით ,,სახლური’’ გემოს მქონე კრემი, ან ჯანსაღი სმუზი სასარგებლო ინგრედიენტებით.

„გრანდ ელექტრონიქსში“ მრავალფეროვანი არჩევანია სამზარეულოს წვრილ ტექნიკაზე როგორც პროდუქტების, ასევე ბრენდების მხრივაც. ყოველი კვირის პარასკევი კი ტექნიკის მოყვარულთათვის ნამდვილი ზეიმია, რადგან აქ შავ პარასკევამდე ყოველ კვირას, პარასკევ დღეს, კონკრეტული ბრენდების პროდუქციაზე განსაკუთრებული ფასები მოქმედებს.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები