ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 285-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე გვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 37 263-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 696 ადამიანს დაუდასტურდა
ახალი კორონავირუსი დაამარცხა კიდევ 2906 პაციენტმა. ამ დროისათვის საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 19 810 -ია.