გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 37263-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4200 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2324 -ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 285-ს შეადგენს.