მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ვირუსით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხუთი კი აჭარაში.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 2, ხოლო შიდა ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისი- 683,
აჭარა – 381,
იმერეთი – 313,
ქვემო ქართლი – 117,
შიდა ქართლი – 59,
გურია – 18,
სამეგრელო და ზემო სვანეთი – 60,
კახეთი – 19,
მცხეთა-მთიანეთი – 1,
სამცხე-ჯავახეთი – 34,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
“ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142. 4 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 711. მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში – 228, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი – მათ შორის, თბილისში – 52, აჭარაში – 39. 2 324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 – აჭარაში, ხოლო 1 212 – თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 593, აჭარაში-1 435.
სულ 6-29 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 026 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც თბილისში – 3 643 პირი, აჭარაში – 11 740, იმერეთში – 3 972“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.