ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, შერვაშიძის ქუჩაზე მძარცველებმა, მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს და შენობაში შევიდნენ.
მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, რომ მძარცველებმა თამბაქო წაიღეს.
მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში ფული არ ინახებოდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ქუთაისში თამბაქოს გამო ქურდობა 29 ოქტომბერსაც მოხდა. შემთხვევა მაშინ მშვიდობის ქუჩაზე მოხდა. მაშინ მძარცველებმა თამბაქოს გამო მაღაზიის კედელი დაანგრიეს.