LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმედ დაავადებული ზურაბ დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში დასაბრუნებლად საქველმოქმედო მარათონი გაიმართება

941
zuradoijashvili2010

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ზურა დოიჯაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად დათო ოქიტაშვილი საქველმოქმედო მარათონის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარემ თავად დაწერა სოციალურ ქსელში:

„ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა რამდენიმე კვირაა, მუშაობს პროექტზე, რომლის მეშვეობითაც, ცნობილ ქართველ მომღერალს, ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით ფინანსურად და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით!

უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება უკანასკნელ დღეებში, გამოთქვამს დახმარების სურვილს! საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში“, აღნიშნულია ოქიტაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი ისრაელში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, ძალიან დამძიმდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g