რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია”-ს წევრები ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი და გიორგი მჟავანაძე დააკავეს.
საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განმარტებით, აქციაზე არ შეიძლება ადვილად აალებადი ნივთის შეტანა. მისი თქმით, შეშა აალებადია და არსებობს გამოცდილება, როდესაც აქციის მონაწილეები შეშას სამართალდამცველებს ესროდნენ და მათ წინააღმდეგ იყენებდნენ.
სამართალდამცველებსა და “სირცხვილიას” აქტივისტებს შორის დაპირისპირებაა