სომხეთის პრემიერმინისტრს ულტიმატუმს უყენებენ – ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში ათასობით მომიტინგე ქუჩაშია. მიზეზი ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილებაა, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.
სომხეთში თვლიან, რომ პრემიერმა ხელი კაპიტულციას მოაწერა.
კაპიტულაციის შემდეგ ფაშინიანს ბინაში და კაბინეტში შეუვარდნენ: პრემიერი აშშ-ს საელჩოში იმალება
მომიტინგეები სკანდირებენ, „ნიკოლ მოღალატე“.
“ნიკოლი მოღალატეა” – ისმის აქციაზე. დენსტრანტები პრემიერმინისტრს გადადგომისთვის ვადას შუაღამემდე აძლევენ.
17 პარტიისგან შემდგარ ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მათ მოკლევადიან სამოქმედო გეგმაში ნიკოლ ფაშინიანის გადაყენება, საგანგებო აღმასრულებელი კომიტეტის შექმნა და ქვეყნის ახალი ლიდერის წარდგენა შედის.
“პოლიტიკური ძალები მოვითხოვთ, რომ პაშინიანი და მისი მთავრობა, რომელიც ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობის შექმნაში დამნაშავები არიან, თანამდებობიდან გადადგნენ. ათასობით სიცოცხლის, მიწის დაკარგვა და მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა ამტკიცებს, რომ პაშინიანის მთავრობა უუნაროა”, – ამბობენ ოპოზიაში.