LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლოტა გენსბურგი ახალ ალბომზე პოლ მაკარტნისთან ერთად მუშაობს

147

შარლოტა გენსბურგი ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. ვარსკვლავის თქმით, დისკს „Rest“ ერქმევა და ის პირველი ნამუშევარი იქნება 2010 წლის შემდეგ, ხოლო საერთოდ კარიერაში – მეოთხე. დისკის პრეზენტაცია 17 ნოემბერს იგეგმება.

ცნობილია, რომ გენსბურგთან ერთად მის ახალ მასალაზე სერ პოლ მაკარტნი, ფრანგული ელექტრონული დუეტის, Daft Punk-ის წევრი გი-მანუელ დე ომემ-კრისტო და სხვები იმუშავებენ.

პირველი ოფიციალური სინგლი ალბომიდან „Rest“ იქნება, რომელზეც გენსბურგმა ვიდეოც გამოაქვეყნა. კლიპის ავტორი ის და ლეგენდარული ლარს ფონ ტრიერი არიან.

ცნობილია, რომ ალბომში შემავალი სიმღერების ტექსტები შარლოტას თავად ეკუთვნის, მათ შორის ფრანგულენოვანებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g