როგორც იქნა, 12 ნომბერს „გრეის ანატომიის“ მე-17 სეზონის პრემიერა შედგა. მაყურებლემა საყვარელი და მონატრებული პერსონაჟები იხილეს და სიურპრიზიც მიიღეს. პირველ ეპიზოდში წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული პატრიკ დემპსი გამოჩნდა.
გმირი ეპიზოდში რამდენიმე წამის განმავლობაში ჩნდება. პატრიკს კორონავირუსით დაინფიცირებული მერედიტი სიზმარში ხედავს.
https://www.youtube.com/watch?v=16_S_Mf2E0A&feature=emb_title
ტელე-წყვილის ფოტოები სოციალური ქსელის მეშვეობითა გავრცელდა. მერედიტი და პატრიკი სანაპიროზე დგანან და ერთმანეთს ეხვევიან.
აღსანიშნავია, რომ მე-17 სეზონში კორონავირუსის პანდემიის ისტორიები გაჟღერდება. შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კრისტა ვერნოფმა Entertainment Weekly-სთან განაცხადა, რომ ყოველი ახალი სეზონის გამოშვებამდე, მსოფლიოს წამყვანი ექიმებისგან იღებენ რჩევებს და რეალურ ისტორიებს უსმენენ.
„ცხადია, პანდემიის თემას აუცილებლად შევეხებით, წარმოუდგენელია სერიალში არ გადმოვცეთ ის ამბავი, რომელიც ყველა ჩვენგანს შეეხო“, – განაცხადა ვერნოფმა
„გრეის ანატომიის“ მე-17 სეზონში კორონავირუსის პანდემიის ისტორიები გაჟღერდება