LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეაგირება იქნება მკაცრი და კანონის შესაბამისი: დავითულიანი ენმ-ს დაანონსებულ სირცხვილის კორიდორებზე

130
hvhgk82dq5bntl2

„თუ მათი დაანონსებული კამპანია გასცდება კანონიერების ჩარჩოებს, და თქვენ იცით, მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს საარჩევნო უბნებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, რეაგირება იქნება მკაცრი და შესაბამისი, რასაც მოითხოვს კანონი“, – ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა გააკეთა.

მან მაგალითად მოიყვანა გუშინ, ბათუმში გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის მოწოდება, როდესაც ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ, რითიც შეეცდებიან მოახდინონ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლა და ბლოკირება.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, თუ ოპოზიციური პარტიები ამას არ ეცდებიან, თავისი არსით და ხასიათით, შეკრება მაინც აანტიდემოკრატიული ქმედებაა, რადგან ხალხს, რომელსაც აქვს ოთხ წელიწადში ერთი დღე, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ამას ხელი შეუშალოს, ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ ძალადობრივი გზით წაართვან ხალხს არჩევანის უფლება და საბოლოო ჯამში, მიიტაცონ ხელისუფლება:

„დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროა ხალხი. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ცდილობს, ხალხს აუკრძალოს დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიტაცება მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და იმავეს ცდილობენ ოპოზიციური რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუთავსებელი ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას“, – თქვა დავითულიანმა.

მან მოუწოდა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამათვარობო და სადამკვირვებლო ორგანზაციებს, რომ მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g