LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ათწლეულია ჩარტებს იპყრობს – კაილი მინოუგი ისტორიაში შევიდა

135
safe-image

52 წლის კაილი მინოუგმა ცოტა ხნის წინ გამოსული ალბომით – Disco ბრიტანული მუსიკალური ჩარტების პირველი ადგილი დაიკავა. კაილი კი პირველი ქალი შემსრულბელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ათწლეულის ალბომით ჩარტების მოწინავე პოზიციების დაპყრობა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა 1989 წელს ჩარტებში პირველი ადგილი პირველად დაიკავა. მინოუგმა აღნიშნულ წარმატებას რიგით მეორე ალბომით, Enjoy Yourself მიაღწია. შემდეგ იყო 2001 წელს გამოსული  Fever, 2010 წელს გავრცელებული Aphrodite და 2019 წელს გამოშვებული Golden.

აღნიშნული, უპრეცენდენტო მოვლენა არტისტმა ვიდეოთი აღნიშნა, რომელიც იუთუბსა და სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები