LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია პრინცი ჯორჯის სასკოლო მენიუ

154

გასულ კვირას, პრინცი ჯორჯი სკოლაში წავიდა. მისმა მშობლებმა, პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა დაარღვიეს ტრადიცია და ის Thomas’s School-ში შეიყვანეს, სადაც გოგონებიც და ბიჭებიც ერთად სწავლობენ. მიზეზი სამომავლო გათვლაა, რამდენიმე წელიწადში ჯორჯს უმცროსი და, პრინცესა შარლოტაც შეუერთდება.

Thomas’s School-ის კიდევ ერთი გამორჩეული საკითხია სასკოლო მენიუ, რომელსაც სამ კვირაში ერთხელ მზარეულების გუნდი იმუშავებს და ცვლის. მაგალითად, ამჟამად პრინცის მენიუ შემდეგნაირად გამოიყურება: ბატკნის ხორცი ნივრითა და მწვანილებით, ორაგულის ფილე სპეციალური სოუსით, ინდაურისა და შებოლილი ხორცის ღვეზელი, კარტოფილის წვნიანი, ტომატისა და ავოკადოს ორცხობილა ყველის სოუსით, დესერტად კი ატმის ნამცხვარი, შვრიის ორცხობილა ქიშმიშით, ბანანის რძიანი კოქტეილი და მოხარშული კრემიანი ტორტი, მარწყვითა და ტროპიკული ხილით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სკოლაში სწავლა წელიწადში 23 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g