„ისრაელი მხარს უჭერს ქურთი ხალხის კანონიერ ძალისხმევას, სახელმწიფოებრიობა შეიძინონ,“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, განაცხადა.
„ისრაელი უარყოფს „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, განსხვავებით თურქეთისა, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“. მაშინ, როდესაც ისრაელი ეწინააღმდეგება ტერორის ნებისმიერ გამოვლენას, ისრაელი მხარს უჭერს ქურთი ხალხის კანონიერ ძალისხმევას, თავიანთი სახელმწიფოებრიობა შეიძინონ,“ – ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.
25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმია ჩანიშნული. ოფიციალური ბაღდადი ეწინააღმდეგება რეფერენდუმის ჩატარებას და მას არაკანონიერად მიიჩნევს.