LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული

153
BeFunky-collage (1)

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებებს არ ეთანხმება.

ნეთანიაჰუ ამბობს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლა გაგრძელდება.

„მთელი ძალით, ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებამდე. „ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზის სექტორზე. მას არ აქვს დასამალი უსაფრთხო ადგილი. „ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული. ჩვენი ძალები ურტყამს მათ მიწის ზემოთ და მიწის ქვეშ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

როგორ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ღაზაში იქნება უსაფრთხოების სრული კონტროლი და ისრაელის თავდაცვის ძალები შეძლებენ მის ტერიტორიაზე შევიდნენ მაშინ, როდესაც მოესურვებათ იმ მიზნით, რომ დახოცონ ტერორისტები, თუკი ისინი ხელახლა გამოჩნდებიან.

„მე შემიძლია გითხრათ, რაც არ იქნება – არ იქნება „ჰამასი“. უფრო მეტიც, იქ არ იქნება სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც ასწავლის თავის შვილებს ისრაელის სიძულვილს, ისრაელელების დახოცვას, ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას. სხვა რამ იქნება საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი უსაფრთხოების კონტროლით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები