LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ყოველთვის იქნება მზად, რომ აფხაზეთის სარკინიგზო გზა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს – კახა გოგოლაშვილი

135
unnamed-2-2020-09-28-17-43-51-499609

„მგონია რუსეთს აქვს გეგმები. რადგან ყარაბაღში უკვე ფეხი შედგა, დარჩა საქართველოში უფრო მყარი პოზიციების მოპოვება. ამისთვის რუსეთი აფხაზეთის რკინიგზას გამოიყენებს და ამით შეეცდება ის რუსებმა გააკონტროლონ“,- ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი ვარაუდით, რუსეთი ცდილობს რეგიონში არსებული დერეფნები გააკონტოლოს. კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოსთან შეეცდება ამ თემაზე უახლოეს მომავალში კონსულტაციები გამართოს.

„მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ორივე გზას, რომელიც იხსნება და შენარჩუნდება ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და ყარაბაღს შორის და მეორე სომხეთზე გამავალი აზერბაიჯან ნახჭევანის გზა და იქ რკინიგზა არის აშენებული, რომელიც ნახჭირვანამდე ჩადის და იქიდან თურქეთს უნდა შეურეს. ორვეს გააკონტროლებს მოსკოვი და რუსი სამშვიდობები. ეს მათ გონია ტომ არის სამუდამო. ეხლა ფიქრობენ ალბათ რომ თუ აფხაზეთის რკინიგზასაც გავიყვანთ და რამენაირად ამაზე კონტროლსაც ჩვენ ავიღებთ მაშინ პრაქტიკულად ყველა კომუნიკაციები რეგიონში იქნება მოსკოვის კობნტროლს ქვეშ და ეს ამთთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შესაძლოა საუბრობენ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციზე, მაგრამ თავისთავად საქართველოს გარეშე როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლება? მიუხედავად ამისა, უკვე კონსულტაციების მოსინჯვა ნიშნავს, რომ ალბათ საქართველოსთანაც შეეცდება პუტინის მთავრობა, რომ ამ საკითხზე უახლოეს მომავალში კონსულტაციები გამართოს, მაგრამ ჩვენთვის გასაგებია, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია“,-აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა ეს ძალიან დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. როგორც მკვლევარმა აღნიშნა, რუსეთი ყოველთვის იქნება მზად, სარკინიგზო გზა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.

„როდესაც ოკუპირებულია ტერიტორია, ჩვენი მხრიდან კომრპომისებზე წასვლა, რომ ვითომ არაფერი არ მოხდა, შეცდომა იქნება. ეს უბრალოდ რუსების პოზიციებს გაამყარებს და ჩვენ არამგონია რამე კარგი მოგვიტანოს.

ეს ძალიან დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. შეიძლებოდა განხილულიყო საკითხი, რომ რაღაც გარკვეული პირობებით გავახსნევინოთ ჩვენთვის, მაგრამ შეიძლება თუ არა ენდო ისეთ მეზობელს, როგორც რუსეთია, რომელსაც შეუძლია რაიმე სახით პროვოკაციები ყოველთვის მოგვიწყოს. რუსეთი ყოველთვის იქნება მზად, რომ სარკინიგზო გზა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს“,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ოფიციალური მოსკოვი და ოკუპირებული სოხუმი ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის განახლებაზე შეთანხმდნენ. მათი შეხვედრა სოჭში 12 ნოემბერს შედგა.

magti 5g