რუმინეთში ძლიერი შტორმის შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 70 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.
BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. რუმინეთის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ქალაქ ტიმისოარაში და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარის სიჩქარემ 100 კმ-ს გადააჭარბა. სტიქიამ დააზიანა ავტომობილები, მოგლიჯა მცენარეები, სახლებს გადახადა სახურავები.