რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის რუსული ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს.
მის ამ გადაწყვეტილებაზე განმარტებას, რუსულ interfax–თან კრემლის პრესსპიკერი აკეთებს.
“პრეზიდენტი არასერთიფიცირებულ ვაქცინას ვერ გამოიყენებს, მას შემდეგ რაც ყველა ახლა მიმდინარე პროცესი დასრულდება, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, ამის შესახებ შეგატყობინებთ.” – ასე უპასუხა პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტის შეკითხვას – რატომ არ აიცრა მთავრობის მეთაური კორონავირუსის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ვლადიმერ პუტინმა, ბრიქსის სამიტზე, თქვა, რომ რუსეთში შექმნილი ვაქცინა უსაფრთხოა, მუშაობს და ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას მოუწოდა, გაერთიანდნენ ვაქცინების შესაქმნელად.