კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე საზოგადოებამ 2012 წელს გადაღებული ფილმი „ინფიცირება“ გაიხსენა, სადაც მთავარ როლს ჯუდ ლოუ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ფილმში განვითარებული მოვლენები გარკვეული წინასწარმეტყველებასავითაა. თუკი დღევანდელ მოვლენებს შევადარებთ, უამრავი დეტალი ემთხვევა.
სულ ცოტა ხნის წინ, 47 წლის მსაიობმა ჯუდ ლუმ ფილმი გაიხსენა და განაცხადა, რომ გადაღებების დროს კონსულტანტი-მეცნიერები მას რეალური პანდემიის შესახებ აფრთხილებდნენ.
„მქონდა შეგრძნება, რომ ეს ადრე თუ გვიან ნამდვილად მოხდებოდა. ფილმის კონსტულტანტი-მეცნიერები გვიწინასწარმეტყველებდნენ, რომ ერთხელაც მსოფლიო მსგავსი პანდემიის წინაშე დადგებოდა“ – აცხადებს მსახიობი.