LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს

69

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიერთებისკენ მიმართულ ზომებსა და მიმდინარე ოკუპაციას გმობს ,- ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.

„ასევე კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა განცხადება და რეკომენდაციები დღეს მიიღო.

magti 5g